ალტე უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი გახდა
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/03/alteuni-2-458x257.jpg)
ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ალტე უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის – European University Association წევრი გახდა.
უნივერსიტეტის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალტე უნივერსიტეტს, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრს, შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებსა და ერთიან ევროპულ პროექტებში, მიიღოს მონაწილეობა ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში და გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს და მას 47 ქვეყანაში 850 -მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.
ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებელობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში.
-
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ალტე უნივერსიტეტში პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გაივლიან – რეგისტრაცია by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროგრამები, ადგილები და ფასები by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და საბერძნეთის ALBA Business School-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი