GE

ინგლისურის მასწავლებლების დიდ ბრიტანეთში სტაჟირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს ინგლისური ენის 20 მასწავლებლის გაგზავნას კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ედინბურგში მდებარე სასწავლო ცენტრში (Edinburgh College).

კანდიდატების შერჩევა მოხდება შემდეგი წესით:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ინგლისურიენის საჯარო სკოლების მოქმედ (უფროს და წამყვან) მასწავლებლებს;
  • კონკურსანტებს არ უნდა ჰქონდეთ გავლილი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, ან სხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.
  • კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება დარეგისტრირებული კონკურსანტების შერჩევა წარმოდგენილი პორტფოლიოს საფუძველზე, ხოლო პორტფოლიოების გადარჩევის შემდგომ, მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას (ზეპირ ინტერვიუს).
  • საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 სექტემბერი;

პორტფოლიო გამოგვიგზავნეთ მისამართზე: info@tpdc.ge;

საკონტაქტო პირი: ნონა პოპიაშვილი – npopiashvili@tpdc.ge”

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს

მასწავლებლის სწავლების ფილოსოფია

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარმოდგენისას სასურველია ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ საკითხებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური