ინკლუზიური განათლების ახალი გზამკვლევის პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” (Save the Children) ხელშეწყობით გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის “ინკლუზიური განათლება – სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”.
გზამკვლევი გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ”სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის” ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
გზამკვლევში საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სპორტის გაკვეთილებში ჩართვის პროცესზე, სასწავლო სტრატეგიებზე, სპორტის მასწავლებლის როლსა და პასუხისმგებლობაზე. ცალკე თავად არის გამოყოფილი ადაპტური სპორტის საკითხები და ის მოძრავი თამაშები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა. წიგნს კონკრეტული შემთხვევების განხილვა და მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი ერთვის. პუბლიკაცია საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო