GE

ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან: მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდები

გთავაზობთ 21 მაისის ონლაინ ინტერვიუს 4 ნაწილად. ინტერვიუ არის ჯის Facebook გვერდზე: Aris.ge-განათლება – შედგა. მკითხველებმა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს ონლაინ რეჟიმში დაუსვეს შეკითხვები და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ნაწილი 4. მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდები.

Piqria Tepnadze: როგორ მოვახერხოთ არამოქმედმა პედაგოგებმა, რომლებიც დავრეგისტრირდით სასერთიფიკაციო გამოცდებზე, ტრენინგ კურსის გავლა? ტრენინგზეც გავიარე რეგისტრაცია, მაგრამ არ შემხმიანებიან. როგორც ვიცი, გრძელვადიანი ტრენინგები დაწყებულია. გმადლობთ
ქალბატონო ფიქრია, ტრენინგებთან დაკავშირებით უნდა მიმაროთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების ფორმასა და შინაარსზე.

Nana Kezua: შესაძლებელია თუ არა, სერტიფიცირება გაიაროს ისეთმა პირმა, რომელიც ჯერ არ არის პედაგოგი?
იმისთვის, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაში მიიღოთ მონაწილეობა (საბაზო -საშუალო საფეხურს ვგულისხმობ) უნდა აკმაყოფილებდეთ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეს ყოველივე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ან მიმართოთ ამ ცენტრს კითხვით.

Salome Kimeridze: ინგლისული ენის გამოცდა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ სტუდენტებმა,რათა ავიღოთ სერტიფიკატი ამის საშუალებით გვაძლევენ დიპლომს უმაღლესი განათლების, მაინტერესებს რამდენჯერ არის შესაძლებელი ამ გამოცდაზე გასვლა და რა ღირს ამ გამოცდის ჩაბარება?
სალომე, ამ გამოცდის ჩატარების წესი და პირობები ჯერ განსაზღვრული არაა.

Eliza Bagalishvili: გვაინტერესებს ისტ–ის პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდა როდის იქნება?
სასერტიფიკაციო გამოცდების განრიგი უმახლოეს მომავალში განთავდება ჩვენს ვებგვერდზე და იქ მითითებული იქნება ისტრიის გამოცდის თარიღიც.

Shorena Dolidze: ქართული ფილოლოგიის დოქტორს თუ შეუძლია ასწავლოს საჯარო სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლის ხარისხით და ისარგებლოს მათი ყველა პრივილეგიით?..ანუ უთანაბრდება თუ არა სასკოლო სივრცეში სერთიფიცირება და დოქტორის ხარისხი. გმადლობთ
ქალბატონო შორენა, სასკოლო სივრცეში სერთიფიცირება და დოქტორის ხარისხი გათანაბრებული არ არის . იმისთვის რომ მიიღოთ სერტიფიცირებული პედაგოგის წოდება უნდა ჩააბროთ სასერტიფიკაციო გამოცდები.

Marine Berianidze: მაინტერესებს, როდისთვის იგეგმება უცხო ენა-კომპიუტერისა და საბუნებისმეტყველოს ექსპერიმენტული ნაწილის გამოცდები და თუ შეიცვლება სერტიფიცირებულთა დაფინანსებაში რაიმე? გმადლობთ!
რეგისტრაციის პროცესის ვადები და ჩატარების თარიღი მას მერე გახდება ცნობილი, რაც სერტიფიცირების პროცესში ამ გამოცდების დატვირთვა დაზუსტდება (მათ შორის დაფინანსების კუთხით).

Tamriko Mgaloblishvili, Irina Talikadze: რამდენად მართალია მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების გაუქმება? გაგრძელდება თუ არა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და არის თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები.
მომავალში გარკვეული ცვილელბა ალბათ მოსალოდნელია, გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ამ საკითხზე მუშაობს. ჩემს თანამშრომლებთან ერთად მუდმივად ვხვდები პედაგოგებს, გვაინტერესებს მათი მოსაზრება, ვუსმენთ მათ შენიშვნებს. ცვლილებების დაგეგმვისას ეს ყოველივე გათვალისიწინებული იქნება.

Giuli Fofxadze, Irma Bebia: როდის დაიდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი? როდის დაიწყება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები?
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი ჩვენს ვებგვერდზე უახლოეს მომავალში განთავსდება . როგორ წესი, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ივლისის თვეში, ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად იმართება.

Paata Ninua: გამარჯობა, როდის იგეგმება სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები?
დირექტორობის მსურველთა გამოცდებს ჩვენ არ ვატარებთ, ამ კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გიპასუხებენ.

Tia Gulashvili: პროფესიით არ ვარ პედაგოგი. ჩაბარებული მაქვს პროფესიული უნარების გამოცდა. საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში შევძლებ თუ არა სკოლაში პედაგოგად მუშაობას?
დიახ, იმ შემთხვევაში თუ გადალახავთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

შორენა ხუხუა: არაქართული სკოლის ქართულის მასწავლებლებს გაუუქმდათ დანამატი, გვეუბნებიან,რომ ჩვენ ქართული, როგორც მეორე ენა არ ჩაგვიბარებია, ანუ სერტიფიკატები გაუქმდა? გთხოვთ, გვიპასუხოთ.
რა თქმა უნდა თქვენი სერტიფიკატი არ გაუქმებულა.

Madona Kogoshvili, Tamari Chkhvimiani, Venera Abuseridze: მაინტერესებს იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები შარშანდელთან შედარებით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე.. აპირებთ თუ არა ბარიერის დაწევას მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში (პროფესიულ უნარებში)? ტესტებში ძირეული ცვლილებები იქნება? მაგალითად ფიზიკის ტესტებში?
2013 წელს რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რაც შეეხება ბარიერს – დეტალური ინფორმაციის ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეგეძლებათ

Tamuna Beraia: იგეგმება თუ არა მომავალში პედაგოგებისათვის უცხო ენასა და კომპიუტერში გამოცდები და რა ფორმით?
ამ ეტპაზე სერტიფიცირების პროცესში ინგლისურისა და უცხო ენის გამოცდის დატვირთვა ზუსტდება.

Lela Ratiani: მოგესალმებით ქალბატონო მაია უდიდესი პატივისცემით.. ქ–ნო მაია დამთავრებულ მაქ ვს აგრარული უნივერსიტეტის ზოოტექნიის ფაკულტეტი, აგრეთვე მაგისტრატურაც და მაინტერესებს მაქვს თუ არა უფლება სერთიფიცირება გავიარო მათემატიკაში და ვიმუშაო სკოლაში?
დიდი მადლობა, თქვენ გაქვთ უფლება გახვიდეთ სასერტიფიკაციო გამოცდაზე. წელს, სამწუხაროდ რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.

მაია ქათამაძე: ქალბატონო მაია, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები (2013 წლის) როდის იქნება ხელმისაწვდომი მასწავლებლებისთვის და რატომ არაფერია ცნობილი ჯერ კიდევ ტრენინგების შესახებ?
ქალბატონო მაია, ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ კრებულს, სადაც ტესტური დავალებების ნიმუშები და რეკომენდაციებია მოცემული. კრებულის ელექტრონული ვერსია რამდენიმე თვის წინ განთავსდა ვებზე. რაც შეეხება ტრენინგებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტრენინგებს ჩატარებას უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი.

Ekaterine Kaliashvili: ქალბატონო მაია,მოგესალმებით. მაინტერესებს რაიმე ცვლილებები ხომ არ არის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში გადასალახ ბარიერებთან დაკავშირებით? და მეორე შეკითხვა: მასწავლებლებს,ვისაც ერთი ან ორი ქულა დააკლდებათ, აპელაციის გარდა ეძლევათ თუ არა საშუალება მათ მიერ გაწეულ სამუშაოებით (ვგულისხმობ განვლილ ტრენინგბს და სხვა ჩაბარებულ გამოცდებს) შეივსონ? მადლობთ.
2013 მნიშვნელოვანი სიახლეები არ გვაქვს. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ამ ეტაპზე სხვა კომპონენტების გათვალისიწნება არ ხდება, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია გარკვეული ნაწილები დაემატოს.

Nana Darispanashvili: ქალბატონო მაია, ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი. მაინტერესებს იქნება თუ არა წელს მასწავლებელთა გამოცდა ექსპერიმენტულ ნაწილში ქიმიაში, ან თუ გავივლით ტრენინგს? ასევე ჩატარდება თუ არა გამოცდა უცხო ენასა და კომპიუტერში?
უცხოური ენისა და კომპიუტერის გამოცდის, ასევე საბუნებსიმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილისათვის რეგისტრაციის პროცესის ვადები მას მერე გახდება ცნობილი, რაც სერტიფიცირების პროცესში ამ გამოცდების დატვირთვა დაზუსტდება.

Maia Otiashvili: ქალბატონო მაია, გასულ წელს ჩავაბარე საგნობრივი გამოცდა, უნარებში კი ორი ქულა დამაკლდა, წელს დავრეგისტრირდი გრძელვადიან ტრენინგებზე და არაფერი არ ისმის. გავივლით თუ არა ტრენინგს?
ამ კითხვით უნდა მიმართოთ მასწავლებლის სახლს.

Indira Rogava არ მომწონს მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდები, ჩემი დიპლომი არარსებულს დაემსგავსა, სამსახური არ მაქვს, წელს პროფესიულ უნარებს ვაბარებ, სპეციალობაში ქულები პირველსავე წელს ავიღე. სერთიიკატი რომც ავიღო, სამსახურს ვერსად ვიშოვი, დავაშავე რამე?
ქალბატონო ინდირა, რა თქმა უნდა არც თქვენ და არც სხვა რომელიმე პედაგოგს არაფერი დაგიშავებიათ, პირიქით, საკმაოდ რთულ პირობებში გიწევთ მუშაობას. რაც შეეხება სერტიფიცირებას, მიმაჩნია რომ მხოლოდ გამოცდებით არ უნდა წყდებოდეს პედაგოგის ბედი და სხვა, არანაკლებ მნისვნელოვანი კომპონენტები უნდა დაემატოს (მაგ.: შეფასდეს პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და ა.შ). ამ მიმართულები მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს რომ ეს პროცესი გაცილებით ეფექტური გახდება.

Natia Shengelia ქალბქტონო მაია მაინტერესებს როდის ჩატარდება ბიოლოგიის პრეტესტები სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ან სად შეიძლება გავიარო ტრენინგი ბიოლოგიაში და როდის?
ტრენინგებთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლს უნდა მიმართოთ, პრეტესტების შესახებ ინფორმაციას კი ვებგვერდზე ვაქვეყნებთ ხოლმე.

Nino Darbaidze გამარჯობა ქალბატონო მაია,გთხოვთ,გვიპასუხოთ,მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდების თარიღის შესახებ მეილზე მოდის შეტყობინება, თუმცა, შარშან მოხდა ისე, რომ არ მოვიდა და შესაბამისად,გვიან გავიგე, ვერ გავედი გამოცდაზე. ანალოგიური პრობლემა სხვებსაც შეექმნათ.წელს,რამდენად დაცული ვიკნებით მსგავსი შეცდომებისგან?
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებრგვერდზე შეგიძლიათ. ინფრომაცია ასევე დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელის გაცემაც ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება. შარშანდელზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, წინა წლებში ინფორმირების პრიორიტეტულ საშუალებად ელექტრონული ფოსტა არ გამოგვიყენებია, გარდა ამისა, ყველა პედაგოგმა იცის, რომ მაილზე შეტყობინებას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ მიაკითხოს საგამოცდო ბარათს, სადაც ეს ინფორმაცია მითითებულია.

ნაწილი 1: ერთიანი ეროვნული გამოცდები
ნაწილი 2. სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები
ნაწილი 3. საატესტატო გამოცდები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური