იქნება თუ არა ცვლილებები 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – NAEC-ის ხელმძღვანელის პასუხი
„ფიქრით ცვლილებებზე სულ ვფიქრობთ, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ არ ვიფიქროთ“, – ასე უპასუხა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცვლილებებს ეხება.
ნინო წერეთელს არ დაუკონკრეტებია მიმდინარეობს თუ არა ისევ მუშაობა და რა ეტაპზეა გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობის პროცესი, რომელიც, როგორც ცნობილია 2023 წელს დაწყებული იყო, მოგვიანებით კი საკითხზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა საკუთარი მოხსენების ფარგლებში.
„პირდაპირ გეტყვით, რომ 2026 წელს ზუსტად იგივე მოდელით ჩატარდება გამოცდები, როგორც ვატარებდით 20 წელი და ეს 21-ე წელი იქნება“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.
ასევე იხილეთ:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე