ირაკლი კობახიძე: „ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას“
ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება
მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – სტუდენტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.
„წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
by მასმედია
-
ირაკლი კობახიძე: „სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ – თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა“
by მასმედია