GE

„ისე ჩქარობდა, მგონი, დირექციაზე ადრე მივედით“ – რა გაატანა მშობელმა დღეიდან სკოლაში წასულ მოსწავლეს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც შეზღუდვები წერტილოვნად, სკოლების ან კლასების მიხედვით წესდება ან უკვე დაწესებულია.

დღეიდან სკოლებს დაუბრუნდნენ სამი დიდი ქალაქის – თბილისი, რუსთავი და ქუთაისის მოსწავლეებიც.

მოსწავლის მშობელი ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში იმ ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომელიც შვილს სკოლასთან შეთანხმებით ინდივიდუალური გამოყენებისთვის გაატანა:

“მივედით ბარგით, ისე ჩქარობდა, მგონი, დირექციაზე ადრე მივედით. ჯანმრთელობა და წარმატებები სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს ყველა სკოლაში!

ეს შევიმუშავეთ, სკოლა სულ კონტაქტზე იყო და ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა ჰქონოდათ. ყველა წიგნს და რვეულს სკოლაში დატოვებენ, იქვე სწავლობენ”, – ამბობს თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობელი.

აი, რა ნივთებით მივიდა მოსწავლე სკოლაში:

ყველაფერი ინდივიდუალური…

? სველი და მშრალი ერთჯერადი ხელსახოცები;
? სადეზინფექციო ხსნარი;
? წყლის ბოთლი;
? პირბადე/პირბადეები;
? პირბადის შესანახი ყუთი ან საკიდი;
? ყუთი/კონტეინერი, რაიმე საშუალო ზომის სათავსო ამ ნივთების შესანახად.
? კალმები;
✒️ დაფის მარკერები;
✏️ უბრალო ფანქარი;
? ფერადი ფანქრები;
? სახაზავი;
? ფარგალი;
▪️ სათლელი;
▫️ საშლელი;
✂️ საკანცელარიო მაკრატელი;
⚱️ მშრალი წებო;
? თეთრი ფურცლები (A4);
? ფერადი ფურცლები (A4);
? სწრაფჩამკეტი;
? ფაილები;
? საღებავები;
? ფუნჯები;
? ყველა საგნის რვეული;
? ყველა საგნის წიგნი;

სანამ სკოლაში წავა, მოსწავლე უნდა ვავარჯიშოთ ამ წესების დაცვაში – პედიატრის მიმართვა მშობლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური