GE

ისტორიის გამოცდის შედეგი 1500-მდე აბიტურიენტმა გაასაჩივრა – აპელაციის დეტალური სტატისტიკა საგნების მიხედვით

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საპელაციო განაცხადების სტატისტიკა ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს 116 938 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4,17%-ია.

როგორც დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წელს ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ისტორიის გამოცდაზე შემოვიდა, ყველაზე ნაკლები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შემთხვევაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა – 960;
ზოგადი უნარები (სომხ.) – 43;
ზოგადი უნარები (აზერ.) – 54;
ინგლისური ენა -1 368;
რუსული ენა – 35;
გერმანული ენა – 32;
ფრანგული ენა – 2;
მათემატიკა – 693;
ისტორია – 1 408;
გეოგრაფია – 15;
ბიოლოგია – 153;
ქიმია – 81;
ფიზიკა – 7;
ლიტერატურა – 13;
ხელოვნება – 1;
სამოქალაქო განათლება – 16.

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, გამოცდების ცენტრის ვნობით, სულ შესულია 4 სააპელაციო განაცხადი.

“შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – 2 500-ზე მეტი გამოსაცდელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განაცხადების მიღება 8 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 10 აგვისტოს 18:00 საათზე დაასრულა. სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია. აპელაციების შედეგი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც დასრულდება განაცხადების განხილვის პროცესი”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური