ისტორიის ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის ალტე უნივერსიტეტისგან
თუ 2023 შენი აბიტურიენტობის წელია, ისტორიას აბარებ და ალტე უნივერსიტეტის აბიტურიენტების კლუბის წევრიც ხარ, ისტორიის ვორქშოფზე გელოდებით.
ნებისმიერი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში ცოდნის გარდა, თავდაჯერებულობა, ტექნიკები და გამოცდილი ადამიანის რჩევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, აბიტურიენტების კლუბის მიერ დაორგანიზებულ ვორქშოფზე, ერთის მხრივ, გაეცნობი ეროვნული გამოცდებზე ისტორიის გამოცდის ჩაბარების სირთულეებსა და მათი მარტივად გადაჭრის გზებს, ასევე, შეხვდები ისტორიის მასწავლებელს, სასკოლო განათლების ტრენინგ ცენტრის ტრენერს არჩილ თაბუკაშვილს, რომელიც თავად გახლავთ იმ რამდენიმე სასწავლო რესურსის შემქმნელი, რომელიც აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების უკეთ ჩაბარებაში ეხმარება.
ვორქშოფი ჩატარდება, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ.
განრიგი ასეთია:
25 იანვარი – ფიზიკური შეხვედრა
5 თებერვალი – Online შეხვედრა
იჩქარე, რაოდენობა შეზღუდულია, დარეგისტრირდი შენთვის სასურველ ფორმატზე.
დასწრება თავისუფალია.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი