GE

IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა – გაიცემა 3 ფულადი ჯილდო

საქართველოს მწერალთა სახლი საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. როგორც დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კონკურსი ერლომ ახვლედიანის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად ცხადდება.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღება 13 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მოსწავლეებმა ერლომ ახვლედიანის შემოქმედების მიხედვით ორი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი:

1. რის შესახებ გვიამბობს „ვანო და ნიკო“?

2. ჩემი საყვარელი ნაწარმოები ერლომ ახვლედიანის შემოქმედებიდან („ვანო და ნიკო“, იგავები, „კოღო ქალაქში“).

გამარჯვებული უფროსკლასელებისთვის გაიცემა 3 პრემია და სასაჩუქრე ვაუჩერები.

I პრემია – 500 ლარიანი ვაუჩერი;
II პრემია – 300 ლარიანი ვაუჩერი;
II პრემია – 200 ლარიანი ვაუჩერი;

მოსწავლეებმა საკონკურსო ესეები უნდა გაგზავნონ  ელექტრონული სახით მისამართზე: nbekishvili@writershouse.ge. ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია მოსწავლეებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური