GE

ტრენინგ ცენტრი NB – იყავი გამორჩეული!

ტრენინგ ცენტრი – NB გთავაზობთ ნებისმიერი კადრის მომზადებას და გადამზადებას პროფესიონალურ დონეზე. ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ამისათვის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალთა გუნდით, რომლებიც ამავე დროს დასაქმებულნი არიან შესაბამისი სფეროს სამსახურში. სასაწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ ადამიანს მცირე დროში საშუალება ეძლევა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია. თეორიული კურსის დახურვის შემდეგ მსმენელს საშუალება აქვს სტაჟირება გაიაროს შესაბამისი დარგის სფეროში. ამისათვის ცენტრი თანამშრომლობს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან; ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან და მაღალი დონის აფთიაქებთან, სადაც მსმენელები გაივლიან 1-ან 2 თვიან პრაქტიკას.

ტრენინგ-ცენტრის ექსკლუზიური შეთავაზებები

1. ოფის მენეჯერის კურსები +HR მენეჯმენტის კურსი საჩუქრად
2. ფარმაციის კურსები უფასო სტაჟირებით და დასაქმებით
3. გერმანულის კურსები უფასო Au-Pair პროგრამით
4. ბუღალტერიის კურსები უფასო სტაჟირებით

კურსდამთავრებულის შთაბეჭდილებები:

”2012 წელს ტრენინგტ ცენტრში “NB” გავიარე ტრენინგ-კურსი ოფის მენეჯმენტსა და HR მენეჯმენტში. მე ზოგადად ვიცნობდი ამ ცენტრის ისტორიას და კონტაქტი მქონდა მის რამდენიმე კურსდამთავრებულ სტუდენტთან და პედაგოგებთანაც. ვფლობდი ინფორმაციას პედაგოგთა მაღალკვალიფიციურობის, თავაზიანობისა და კეთილგანწყობილების შესახებ. ცოდნის გაღრმავებისა და რა თქმა უნდა მომავალში დასაქმების იმედით გადავწყვიტე ტრენინგის გავლა ამ სასწავლო ცენტრში. ჩემდა გასახარად იქ ჰქონდათ აქცია ოფის მენეჯერის კურსს პლიუს HR მენეჯმენტის კურსი საჩუქრად და დავიწყე სწავლა 4 კაციან ჯგუფში. პირველივე ლექციიდან იმდენად დადებითი ემოციით დატვირთული გამოვედი, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ისედაც ლექცია იყო საინტერესო,ტრენერს ჰქონდა საიცარი გადმოცემის უნარი, უდიდესი პროფესიონალიზმი და სტუდენტებთან უშუალო, მეგობრული დამოკიდებულება .

თეორიული კურსის დასრულების შემდეგ ორ კვირიანი სტაჟირება გავიარე თვითონ “NB”-ის ოფისში. ვისწავლე პრაქტიკულად ხელშეკრულებების, ინვოისებისა სა ბრძანებების შედგენა, დავეუფლე პრინტერთან, სკანერთან და ქსეროქსთან მუშაობას.

“NB” ცენტრის დირექტორის ნათია ბირჩაძის რეკომენდაციით დღესდღეობით დასაქმებული ვარ ოფის მენეჯერად. მე ვთვლი, რომ ჩემს წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ სასწავლო ცენტრმა, მისმა პოპულარობამ და რა თქმა უნდა პედაგოგთა პროფესიონალიზმმა.
მე მოხარული ვიქნები და ვიმედოვნებ, რომ მომავალში მრავლად შემხვდებიან “NB” ცენტრის კურსდამთავრებულები სხვადასხვა პოზიციებზე სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში. თუმცა დღესაც საკმაოდ ბევრი ფარმაცევტი , ბუღალტერი, ბანკის თანამშრომელი, უცხო ენების სპეციალისტები და ჩემი კოლეგები ოფის მენეჯერები არიან დასაქმებულნი მისი რეკომენდაციით.

კესო ხუჯაძე

გაეცანით NB-ის ტრენინგ-კურსებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური