იზმირის შიფას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსსუ-ში
9 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ერკან ტუნჯის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ეწვია იზმირის შიფას უნივერსიტეტის დელეგაცია.
შეხვედრას ესწრებოდა: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი,უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.
თურქული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ერკან ტუნჯი, მეცნიერებისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის დეკანი, პროფესორი ჰალილ იბრაჰიმ ათაბაი, შიფას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერკან აკილდიზი, ინგლისური ენის კოორდინატორი სამი შაჰინდურანი, კორპორატიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პაციენტთა საერთაშორისო დეპარტამენტის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ერკან აიილდიზი,სტომატოლოგიის ფაკულტეტის (პირის ღრუსა და ყბა–სახის რადიოლოგიის დეპარტამენტი) ლექტორი, ოსმან სამი აღლარჩი და მედიცინის მეცნიერებების ფაკულტეტის მდივანი აჰმეთ კართალი.
შეხვედრაზე ქართულმა და თურქულმა მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები.
-
8000–ლარიანი ემორის პროგრამა თსსუ–ში – რამდენად ხარისხიანია სამედიცინო განათლება საქართველოში
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის) პროგრამა
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
-
თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო კლინიკის სამუშაო პროცესს გაეცნო
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი