GE

თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის) პროგრამა

თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის) პროგრამა:

2013-2014 სასწავლო წლიდან თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე ხორციელდება “დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა”. პროგრამა ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლასთან (ESOM) ერთად შემუშავდა. პროგრამის დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში აქტიურად არიან ჩართულნი ემორის უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

6-წლიანი  ერთციკლიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი (MD). წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლის, კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობის გარკვეული ეტაპები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში.

ხშირად დასმული კითხვები – ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელთან, რიმა ბერიაშვილთან

პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე დასავლური სტანდარტის სამედიცინო განათლების მიწოდებას; ამასთან,  აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის (USMLE) მომზადება პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია;

ინგლისურენოვანი სწავლება და პროგრამის სტრუქტურა სტუდენტს უადვილებს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე ჩააბაროს აშშ რეზიდენტურის სალიცენზიო გამოცდები: USMLE Step 1, Step 2 CK, Step 2 CS;

წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ კლინიკური სწავლების გარკვეული ეტაპები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ);

პროგრამის მნიშვნელოვანი მახასიათებელია საბაზისო  და კლინიკური დისციპლინების   სრული ინტეგრაცია. კლინიკური სწავლება მიმდინარეობს პირველივე სემესტრიდან  – ამ მიზანს პროგრამაში ემსახურება კურსი ,,გახდი ექიმი“, რომლის შემუშავება, დაგეგმვა და მოდიფიცირება უშუალოდ ამერიკული მხარის მიერ ხორციელდება;

უფროს  კურსებზე კლინიკური სწავლება ხორციელდება ამერიკული ე.წ. “კლერკშიფის“  მოდელით, რაც საუნივერსიტეტო კლინიკებში სტუდენტების ინტენსიურ ჩართვას გულისხმობს კლინიკურ საქმიანობაში;

იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა განსხვავებულია, მის განხორციელებას მხარდაჭერას და  მუდმივ კონსულტაციას უწევს ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის აკადემიური პერსონალი. ამერიკელი პროფესორები წელიწადში რამდენჯერმე თსსუ-ში პროგრამაში ჩართული პერსონალის ტრენინგს ატარებენ. გარდა ამისა, თსსუ პერმანენტულად აფინანსებს პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის ვიზიტს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური