GE

კანადაში 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების ფაიზერით აცრას იწყებენ

კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ფაიზერის ვაქცინის გამოყენება დაუშვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კანადის ჯანდაცვის სამედიცინო მრჩევლის, დოქტორ სუპრია შარმას განცხადებით, გადაწყვეტილება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში „მნიშვნელოვანი ეტაპია“.

„დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, როდესაც ის გამოიყენება ამ ასაკში. ჩვენ ვიწყებთ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას”, – განაცხადა დოქტორმა შარმა.

ინფორმაციისთვის, კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 249 950-ს შეადგენს, გარდაცვლილია 24 396 პაციენტი, ხოლო 1 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

წყარო: PIA

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური