კავკასია – ჩემი სახლი
ფოტო –
2615
15 ივნისს, 12.00 სთ-ზე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ქ. რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებული კონკურსის “კავკასია – ჩემი სახლის” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსი რესურს – ცენტრის ხელმძღვანელის მარინა უგულავას ინიციატივით გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები სამ ნომინაციაში წარადგინეს: ლიტერატურული ესსე, ისტორიული ნარკვევი და გეოგრაფიული კვლევა. კონკურსის შედეგების შეფასებაში თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით, თსუ-ის პროფესორებმა და დოქტორანტებმა მიიღეს მონაწილეობა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.
მისამართი: ქ. რუსთავი, სახელმწიფო თეატრი