„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული გაიმართება
6, 7, 9 და 10 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 4 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგს, თემაზე -“Pre-Clinical Teaching, Assessment and AI in Medical Education”, დიდი ბრიტანეთის სუონსის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ კეიპი ჩაატარებს.
პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება პრეკლინიკური სწავლების თანამედროვე მიდგომები, შეფასების მექანიზმები და ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლებაში.
ტრენინგების კვირეულის მიზანია „ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორებისთვის აკადემიური განვითარების შესაძლებლობის შექმნა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი