GE

ალტე უნივერსიტეტმა XI-XII კლასების მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა

ალტე უნივერსიტეტმა, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე, XI-XII კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა.

უნივერსიტეტის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ სკოლების დეკანებს, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პასუხები.

ღონისძიებაზე მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ალტე უნივერსიტეტში არსებულ დაფინანსების მექანიზმებს, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების პერსპექტივებს. მათ, ასევე, მიიღეს ინფორმაცია იმ უნიკალური სტუდენტური სერვისების შესახებ, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის განმავლობაში სთავაზობს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები დაესწრნენ პროგრამების შესაბამის ვორკშოპებს და მათთვის საინტერესო სფეროზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულმა – ფიქრია მეფარიშვილმა – ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური მოიპოვა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური