გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სლოვაკ მეცნიერებს უმასპინძლა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიწის სამართლის კვლევითი ცენტრი ბრატისლავას კომენსკის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) წარმომადგენლებს, პროფესორებს – მაროშ პავლოვიჩს, მატუშ მიხალოვიჩსა და ლუდოვიტ მაჩაის მასპინძლობდა.
უნივერსიტეტის მიერ 5 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მიწის სამართლის სფეროში აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ცენტრის ხელმძღვანელმა, თორნიკე მერებაშვილმა სტუმრებს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე კვლევითი პროექტები და სამეცნიერო მიღწევები გააცნო.
სტუმრებმა გრუნის სამართლის სკოლის დეკანთან, პროფესორ გულნაზ გალდავასა და საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან, თამარ თავხელიძესთან დეტალურად მიმოიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი კვლევების განხორციელების, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და კონფერენციების ორგანიზების საკითხები.
შეხვედრა კონსტრუქციულ და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა, რაც ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების შემდგომი განვითარების დასტურია.
-
GRUNI-ში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი