კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკული დეპოლის უნივერსიტეტის პარტნიორია
საქართველოდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU), მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, Global Conversations-ის მე-8 რაუნდზე, დეპოლის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორია.
აღნიშნულ საკითხზე მხარეები CIU-ს ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, რაც ამჯერად აშშ-დან ოფიციალური მოწვევის წერილით დადასტურადა.
თანამშრომლობის შედეგად, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაზაფხულის სემესტრში მიიღონ მონაწილეობა ონლაინ სესიებში, მოუსმინონ მსოფლიოში ცნობილ პროფესორებს, დაუმეგობრდნენ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიიღონ/გაიუმჯობესონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი