GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) 2023-2024 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა – 10 ადგილი.

სამართლის სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; სამართლის მაგისტრის ხარისხი – 10 ადგილი;

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა -10 ადგილი.

მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა -5 ადგილი.

ვადები:

საბუთების მიღება მიმდინარეობს 4 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.

ინგლისური ენის B2 დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება უნივერსიტეტის ენების ცენტრში, 21 სექტემბერს.

მიმღებ კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის დეკანატში, 22 სექტემბერს.

ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 25 სექტემბერს.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე.

სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 2 ოქტომბერს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური