GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან ერთად მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან ერთად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის 2023 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტის სათაურია “ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით” რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე შეიქმნება დოკუმენტური ფილმების ციკლი.

პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ირმა რატიანი.

პროექტის პროდიუსერია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტის თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაციაა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია, ერთობლივად, მეცნიერების პოპულარიზაციის 2022, 2021 და 2019 წლების კონკურსების გამარჯვებულებიც არიან, რომელთა ფარგლებშიც შეიქმნა დოკუმენტური ფილმების ციკლები:

ქართული საბავშვო მწერლობა. „დედაენიდან“ „სალამურამდე“;

ქართული ლიტერატურა 90 წუთში. ლოკალური და გლობალური;

მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური