კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტის – ISO 9001: 2015 მფლობელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი – ISO 9001: 2015 2023 წლის 12 მაისს მიენიჭა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანული ლიცენზიანტი ორგანიზაციის TÜV NORD GROUP-ს მიერ.
ლიცენზიის გაცემის პროცესში გერმანელი ექსპერტების მიერ შემოწმდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურა, მართვის ეფექტიანობა, რისკების შეფასებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, თვითშეფასება, განვითარების დინამიკა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელება.
ISO 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. იგი მიეკუთვნება ISO 9000 სერიის სტანდარტებს, ISO 9004 სტანდარტთან ერთად და ეხმარება ორგანიზაციას, მუდმივად აკმაყოფილებდეს მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინებს. ითვალისწინებდეს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) 2023-2024 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან ერთად მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი