GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ინვესტიციები აბიტურიენტებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტია საქართველოში. დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება; გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; უახლესი სტანდარტების აუდიტორიები; სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; გადახდის მოქნილი სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია, რაც მომავალ სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელოდებათ.

აბიტურიენტები, რომლებიც 2022 წელს არჩევანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ, მრავალფეროვანი და მათ ინტერესებზე მორგებული წამახალისებელი შეთავაზებებით ისარგებლებენ.

აბიტურიენტი, რომელიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, CIU ფონდიდან ინვესტიციას მიიღებს:

  • 1000₾ ვაუჩერი – ციფრული ტექნოლოგიების კურსი;
  • 5000₾ CIU CARD – დამატებითი პროფესიული კონფერენციები, ვორქშოპები, ვებინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები CIU-ში.

მოითხოვე ვაუჩერი: შეავსე სარეგისტრაციო ბმული

20%-იანი შიდა გრანტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის თითოეული აბიტურიენტის მიერ გამოცხადებული ნდობა განსაკუთრებულია, ხოლო ის ვინც CIU-ს პირველ ნომრად აირჩევს, დამატებით 20%-იან შიდა გრანტს მიიღებს.

აღნიშნული გრანტი მოქმედებს მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიე ბმულს

პროგრამები:

  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობა – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150101)
  • ფინანსები – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150111)
  • მენეჯმენტი – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150110)
  • ტურიზმი – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150109)
  • სამართალი – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150102)
  • საერთაშორისო ურთიერთობები – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150104)
  • ჟურნალისტიკა – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150103)
  • მედიცინა – 3490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150105)
  • სტომატოლოგია – 2950 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150106)
  • ფარმაცია – 2490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150107)
  • მედიცინა (ინგლისურენოვანი) – 4950 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150108)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) – 4490 ლარი (ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 1150112)

პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

აირჩიე 115!
CIU შენი განვითარების სივრცეა!
იგრძენი ცოდნის ძალა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm