მოსწავლეებისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკი გაიხსნა – რეგისტრაცია

12 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა – მეღვინეობის ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკი გაიხსნა.
ონლაინ სასკოლო ბანაკში X; XI; XII კლასის 200-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა.
მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ : უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია, კსუ-ს მევენახეობა – მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლან გოცირიძე და პროექტის მენეჯერი, ფაკულტეტის კოორდინატორი ლაშა ბოდაველი.
ონლაინ შეხვედრა ორ ნაწილად ჩატარდა:
- პირველ სესიაზე მოსწავლეები ფაკულტეტისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და ჩაუტარდათ პრეტესტირება.
- მეორე სესიაზე მევენახეობა – მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლან გოცირიძემ ჩაატარა შეხვედრა თემაზე: ,,მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ კულტურული მიმოხილვა”
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
27 დეკემბრის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას 12:00-დან – 15:00-მდე გაიმართება ონლაინ შეხვედრები ლიდერ პროფესორ-ტრენერებთან : ოლან გოცირიძე- კსუ-ს მევენახეობა – მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი; ლაშა ბოდაველი – კსუ-ს მევენახეობა – მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი; ლევან უჯმაჯურიძე – კსუ-ს პროფესორი, სსიპ კვლევითი ცენტრის დირექტორი; მარიკა მიქიაშვილი – კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ირმა მდინარაძე- კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; დავით აბზიანიძე- კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სს სარაჯიშვილის მთავარი ტექნოლოგი; დავით მაღრაძე – კსუ-ს დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსი; საბა ქიტიაშვილი- კსუ-ს მევენახეობა – მეღვინეობის ფაკულტეტის მეღვინე – კონსულტანტი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი Spring Fields- ის დამფუძნებელი.
მთლიანი კურსის განრიგი:
- პროექტის აღწერა / გაცნობითი ხასიათის შეხვედრა / pre ტესტი
- მევენახეობა-მეღვინეობა (ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა)
- მევენახეობა საქართველოში
- ბრენდი
- ქართული ვაზის გენოფონდი
- ღვინის მოხმარების კულტურა
- ვაზის დაავადებები
- ღვინის დაავადებები/ზადები
- შეჯერება / pre ტესტის გამარჯვებულთა გამოვლენა
- Post ტესტი / სერტიფიცირება
პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ფინალური ტესტირებით გამოვლენილ ლიდერ მოსწავლეებს კი სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებთან ერთად გადაეცემათ კსუ-ის სასწავლო ვაუჩერები:
I – ადგილი – 1000 ლარი
II – ადგილი – 700 ლარი
III – ადგილი – 500 ლარი
მსურველთა სიმრავლის გამო პროექტის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით რეგისტრაციის ვადა 1 კვირით გახანგრძლივდა.
რეგისტრაციის გასავლელად იხილეთ ბმული.
-
CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილი პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და ტოკაის უნივერსიტეტს (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი