კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი კრივში საქართველოს ჩემპიონია
20-25 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში.
აღსანიშნავია, რომ უფროს მოკრივეთა შორის (გოგოები), 54 კგ. წონით კატეგორიაში, ჩემპიონობა მოიპოვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მე-2 კურსის სტუდენტმა, სალომე კავთუაშვილმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მას აღნიშნულ მიღწევასა და სამომავლო წარმატებებს უსურვებს!
-
CIU-ში აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტი პროფესიაზე – „აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას ამას ვურჩევდი“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი