რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხულმა სტუდენტებმა
მობილობის შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი /
- ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:
მედიცინის ფაკულტეტი registration.medgeo@ciu.edu.ge
ბიზნესის ფაკულტეტი registration.business@ciu.edu.ge
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი registration.social@ciu.edu.ge
სამართლის ფაკულტეტი registration.law@ciu.edu.ge
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი registration.agro@ciu.edu.ge
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
გამონაკლის შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს დისტანციურად რეგისტრაციას, შეუძლია დარეგისტრირდეს უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით.
უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 6 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კაფეტერიაში, ჩარგლის ქუჩა N73.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მობილობით გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია კრედიტების აღიარების დოკუმენტზე ხელმოწერით დააფიქსიროს თანხმობა 14 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება იმავე მეილზე, საიდანაც განხორციელდება რეგისტრაცია ან დაფიქსირდება განცხადების ფორმაში.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი