კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა
30 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი – „ტექნოლოგიების სამართალი და სამართლის დიგიტალიზაცია“ გაიმართა.
სამეცნიერო სიმპოზიუმი ორ პანელად ჩატარდა – პირველი პანელი ტექნოლოგიების სამართალს, ხოლო მეორე პანელი სამართლის დიგიტალიზაციას ეხებოდა.
მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, ხოლო შეხვედრას მოდერატორობას CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, გიორგი ხატიძე უწევდა.
სამეცნიერო სიმპოზიუმზე ტექნოლოგიების სამართლის პანელში სპიკერებმა შემდეგი მოხსენებები წარადგინეს:
„ლეგალტექი დასაქმებულებისთვის“, რაფაელ ქნეერი, ადვოკატი; „სოციალური მედია სამოქალაქო საპროცესო სამართალში“ – სერგი ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, ადვოკატი, მედიატორი; „ტექნოლოგიების სამართლის როლი ციფრულ მმართველობაში“ – გიორგი ხატიძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი; „ინტერნეტის მომავალი და სამართლებრივი გამოწვევები“ – ლევან ნანობაშვილი, იურიდიული კომპანია „ენ-ბი ლიგალის“ მმართველი პარტნიორი; „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების გამოწვევები“ – ზვიად გაბისონია, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
სამართლის დიგიტალიზაციის პანელი კი შემდეგი თემატიკისგან შედგებოდა: „სამართლებრივი კონსულტაცია ციფრული ბოტით“ – ლადო სირდაძე, BTU-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლის ინჟინერი; „დიფ ლერნინგი და სამართლის ალგორითმიზაცია“ – გიორგი ჟორჟოლიანი, ადვოკატი, იურიდიული ფირმა BSH-ს მთავარი იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; „აშშ-ის წესიერების კანონის 230-ე მუხლი და მისი ზეგავლენა საქართველოზე“ – ნინი შენგელია, სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა სპიკერებისთვის კითხვები დაესვათ და აქტიურ დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი