GE

კინგსის ოლიმპიადისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

16 თებერვლიდან, საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებსშესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია კინგსის ვებ-გვერდზე შემდეგ ოლიმპიადებზე:

ინგლისური ენის ოლიმპიადა   ქართული ენის ოლიმპიადა   მათემატიკის ოლიმპიადა:

I ტური – 7-8 მარტი               I ტური – 21-22 მარტი             I ტური – 9-10 მაისი

II ტური – 28-29 მარტი;         II ტური – 25-26 აპრილი         II ტური – 30-31  მაისი

III ტური – 5 აპრილი           III ტური – 3 მაისი                   III ტური – 7 ივნისი

კინგსის ოლიმპიადები ახლა უკვე საქართველოს 26 ქალაქში ჩატარდება:

თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, გორი, ქარელი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა,სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, მცხეთა, დუშეთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, სენაკი, აბაშა,ხობი და მარტვილი.

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 მარტამდე!

პრიზები გამარჯვებული კინგსელებისათვის:

კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიურისასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ ბაკურიანში სასტუმროვერე პალასში“, სადაც მონაწილეებსდასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთადმოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაცყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.

შემეცნებითდასასვენებელი ტურის საგზური გადაეცემა, ასევე, 7 პედაგოგს, რომლებიც შეირჩევიან მათიმოსწავლეების აქტიურობითა და ოლიმპიადაში  მიღებული შედეგების მიხედვით. პედაგოგები გაემგზავრებიანბაკურიანში, სასტუმრო “ვერე პალასში”, სადაც დასვენებასთან ერთად მათთვის სპეციალური პროფესიულ სემინარებიჩატარდება.

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა სმარტფონი! 

ყველა კლასის გამარჯვებულს „კინგსის“ პარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებსინგლისური ენის ინტენსიურ საზაფხულო კურსს.

პირველადგილოსან მეთერთმეტე კლასელს კომპანია მათთვის განსაკუთრებით საჭირო პრიზს გადასცემს. ამკლასის გამარჯვებული მოსწავლე სრულიად უფასოდ გაივლის აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსს “კინგსის”პარტნიორ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო ცენტრში „ELLC“ – English Language Learning Centre.

ყველა კლასის გამარჯვებულს „კინგსის“ პარტნიორი „ELLC“ – English Language Learning Centre დაუფინანსებს ინგლისური ენის 3 თვიან მოსამზადებელ კურსს უცხოელ პედაგოგებთან.

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია „კინგსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE.

რეგისტრაცია  16 თებერვლიდან  7 მარტამდე მიმდინარეობს!

რეგისტრაცია და პირველი ტური უფასოა!

წყარო: www.kings.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური