„კითხვებზე კონკრეტიკა არ გვქონდა, ეს რთული ვარიანტი იყო“ – ისტორიაში 2022 წლის აბიტურიენტების გამოცდა დასრულდა
ისტორიაში 2022 წლის აბიტურიენტების გამოცდა 19 ივლისს დასრულდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ისტორიის საგანს სამი სესია დაეთმო. გამოცდა გუშინ დაიწყო და ორი სესია ჩატარდა, დღეს დილით კი აბიტურიენტებმა გამოცდის ტესტების ბოლო ვარიანტი წერეს.
ისტორიის გამოცდის ბოლო სესიიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან ისაუბრეს:
ბიძინა რთველიაშვილი, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებილი საგამოცდო ცენტრიდან: „საკითხები ეხებოდა თურქების და არაბების შემოსვლას საქართველოში, გეორგიევსკის ტრაქტატს… შედარებით გაძნელებული იყო წყარო, რადგან პირდაპირ არ იყო მოცემული კონკრეტიკა, რაზე იყო საუბარი – რუსეთის იმპერატორს რომ გაუგზავნეს ხელშეკრულება კაპიტანის დახმარებით. რაც რუკასთან იყო დაკავშირებული, თავად რუკაში იყო მოცემული და ასევე – წყაროშიც. არგუმენტაცია იყო გაადვილებული და გასახსენებელი იყო 452 წლის მომენტები. ერთი კითხვა იყო შაჰ-თამაზ პირველთან დაკავშირებული, რაც, ჩემი აზრით, ყველას გაუჭირდებოდა. კითხვაზე კონკრეტიკა არ იყო. საბოლოო ჯამში, მგონი, პირველ ორ ვარიანტთან შედარებით, ეს რთული ვარიანტი იყი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წყარო კარგად დავწერე. დახურულ კითხვებში, შეიძლება ერთი-ორი შეცდომა დავუშვი. დანარჩენი ადვილი იყო“.
გიორგი საღინაშვილი, 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ქრონოლოგიიდან რომ გითხრათ, უნდა დაგველაგებინა, დავით აღმაშენებელის მეფობის წლები, ანისი, თბილისის აღება, რუის-ურბნისის კრება, სარდურ მეორე, სკვითებისა და კიმირიელების შემოსევის წლები. კარიკატურა იყო ნიკოლოზ მეორის მმართველობის დამთავრებაზე. რუკას რაც შეეხება გვქონდა მეთვრამეტე საუკუნიდან, ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, ჯერ გაერთიანებული რომ არ იყო და უნდა გვეპასუხა ისეთი მარტივი კითხვებისთვის, როგორებიც იყო, რა დროს ვინ დაესხა თავს, რა მოქმედებებს ახორციელებენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. წყარო იყო, სოლომონ პირველისა და ერეკლე მეორის შეთანხმება და სქემა გრიუნვალდის ბრძოლაზე“.
ნინო ბუგიანიშვილი – თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებილი საგამოცდო ცენტრიდან: „ყველა საკითხი გავლილი მქონდა და ძალიან მარტივი იყო. ჩეხოსლოვაკიაში რევოლუციურ გამოსვლებზე, ქრონოლოგიაში დიაოხი და კოლხა – რომელი როდის განადგურდა, ეგ უნდა დაგველაგებინა. ასევე, ფოტოზე იყო რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუცუაზე. რუკა გვქონდა უმარტივესი. დემნა უფლისწულის აჯანყებაზე უნდა დაგვეწერა არგუმენტაცია და 1941 წლის პერლ-ჰარბორზე თავდასხმაზე. ერეკლე მეფისა და სოლმონის შეთანხმებაზე იყო კითხვები, როდესაც ხელშეკურულებას მოაწერეს ხელი, რომ მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ყველა სამეფოს და ყველაფერი ეწერა წყაროში“.
191 საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „დავალებებში ძირითადად შედიოდა მეცხრამეტე, მეოცე საუკუნიდან კითხვები და ძალიან მარტივი იყო. წყაროც დარუკაც ძალიან ადვილი შეგვხვდა. ქრონოლოგიაც დავალაგე და საშიში არაფერი იყო მოკლედ. წყარო შეეხებოდა საქართველოს ორ სამეფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას. აი, რუკა იყო ქართლსა და კახეთში განხორციელებულ შემოსევებზე და ძალიან მარტივი კითხვებისთვის უნდა გვეპასუხა, ყველაფერი რუკაზევე იყო მოცემული. ქრონოლოგიაშიც მარტივი წლები გვქონდა დასალაგებელი და ყველაფერი ბოლომდე გავაკეთე“.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდა ჩატარდება: 20 ივლისს ბიოლოგიაში, 21 ივლისს გეგოგრაფიაში და 22 ივლისს სამოქალაქო განათლებაში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადეს რუსკა ადვაძემ და გოგა ნიჟარაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება