კლასიკური გიმნაზიის მეორე ცვლის მოსწავლეებს, საპროტესტო აქციის გამო, გაკვეთილები არ ჩაუტარდებათ
საქართველოს პარლამენტთან მდებარე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, რუსთაველზე მიმდინარე აქციის გამო, სასწავლო პროცესში გარკვეული ცვლილებები შევიდა. სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებით, დღეს, დაწყებითი საფეხურს მოსწავლეებს, რომლებიც მეორე ცვლაში სწავლობენ, გაკვეთილები არ ჩაუტარდებათ.
„სკოლაში დილიდან დასწრების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი არ არის, თუმცა არის დასწრება და პირველი ცვლის ბავშვების სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც შეეხება მეორე ცვლას, აქ არიან პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები და მათთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეს არ ჩავატაროთ სასწავლო პროცესი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და პრობლემა რომ არ შეექმნათ ბავშვებს. მათ ხშირად უწევთ მშობლის გარეშე მოსვლა და აქედან გამომდინარე, ასე გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დღევანდელ დღეს“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს გუშინდელი დღიდან პიკეტირებული აქვთ. აქციები კი საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას მოყვა.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება