კმაყოფილია თუ არა სამინისტრო სტუ-ს და ილიაუნის რექტორების მუშაობით?
Aris.ge-განათლება გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან. საუბარი შეეხება დაგეგმილ ცვლილებებს გაანთლების სფეროში. Aris.ge – განათლება ინტერვიუს სამ ნაწილად შემოგთავაზებთ: 1. მანდატურს ბავშვთა დაცვის ოფიცერი ჩაანაცვლებს; 2. გაუქმდება თუ არა პედაგოგთა სასერთიფიკატო გამოცდა და რატომ მიიჩნევს მინისტრი პედაგოგთა შეფასების სისტემას არაადეკვატურად; 3. რამდენად კმაყოფილია განათლების სამინისტრო სტუ-სა და ილიაუნის რექტორების მუშაობით.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სტატუსი შეეცვალათ, განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალ ცვლილებებზე მუშაობს, რომელსაც წლის დასრულებამდე განსახილველად პარლამენტს წარუდგენს. მინისტრი განათლების რეფორმებზე უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად მუშაობს. რა სახელმწიფომ შეღავათები გაუწია უნივერსიტეტებს და კმაყოფილია თუ არა განათლების სამინისტრო სტუ-ს და ილიაუნის რექტორების მუშაობით?
Aris.ge-განათლება თამარ სანიკიძის ინტერვიუს მესამე ნაწილს გთავაზობთ.
ქალბატონო თამარ, იქნებ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ იმ ცვლილებების შესახებ, რაც ”უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში უნდა შევიდეს?
”უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი იქნება იმის საწინდარი, რომ უნივერსიტეტებში შევძლებთ განვახორციელოთ ის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება, რომელიც უნივერსიტეტს ასე სჭირდება, რომელიც უნდა არსებობდეს და რომლის უზრუნველყოფაც არსებული კანონით არ ხდება. საუბარია უნივერსიტეტების ისეთ მოწყობაზე, რომლის ფარგლებში ისინი შეძლებენ ავტონომიის და დამოუკიდებლობის განხორციელებას. განათლების კომიტეტში გაგზავნამდე, ცვლილებების საჯარო განხილვა მოხდება. ამის შემდეგ პარლამენტს წარვუდგენთ. აქ მუშაობს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. პერიოდულად ჩამოგვყავს საერთაშორისო ექსპერტები დასავლეთ-ევროპის და ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებიდან. გვაინტერესებს საერთაშორისო გამოცდილება და მათი გაზიარება. მათი ვიზიტები ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩვენი კანონი დასავლურ პრინციპებზე აგებული იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს რეალობაზე, საჭიროებებზე მორგებული.
სახელმწიფო განათლების სამინისტროს სახით, კმაყოფილია თუ არა სტუ-სა და ილიაუნის რექტორების მუშაობით?
ცოტა ადრეა ამის შეფასება. აქამდე როგორი სიტუაცია იყო, ვიცით. ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს ახლა და კმაყოფილება შეიძლება ამ კუთხით დავაფიქსიროთ. განათლების სამინისტროსთან არამხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის და ილიაუნის, არამედ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები აქტიურად მუშაობენ. რაც ურთიერთობის კარგი დასაწყისია. საბჭოს რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას უმაღლესი განათლების რეფორმაზე. უნივერსიტეტები წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. გვინდა, რომ მათ სპეციალური სტატუსი შევძინოთ. ეს შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, დაწესებულების ავტონომიურობის გაძლიერებას, საბიუჯეტო და საშტატო საქმეებს, რომელსაც ჩვენი ჩარევის გარეშე დაარეგულირებენ. ასევე, საგადასახადო შეღავათებს. სახელმწიფომ განათლების სამინისტროს სახით მათ უდიდესი შეღავათი გაუკეთა. საკუთრება, რომელიც თავის დროზე სახელმწიფომ გადასცა, ქონებრივი გადასახადისგან გავათავისუფლეთ. რაც ნიშნავს, რომ მათ ყოველ წელს გარკვეული თანხა დარჩებათ, ეს მცირე რაოდენობა არ არის. კანონის ინიცირებები ამ დღეებში გაკეთდება. სავარაუდოდ, შემდეგი მთავრობის სხდომაზე ამას განვიხილავთ.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება