GE

კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა გსურს? – Webster University Georgia-ს ახალი პროგრამა შენთვისაა

კომპიუტერული მეცნიერებები გაინტერესებს და 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას გეგმავ? – მაშინ ეს სიახლე ზუსტად შენთვის არის. შეარჩიე „ვებსტერ უნივერსიტეტი საქართველოს“ (Webster University Georgia) ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა – კომპიუტერული მეცნიერება (კოდი 2020103) და მიიღე ამერიკული განათლება და საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული დიპლომი ქართულ დიპლომთან ერთად.

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს სტუდენტთა მოსამზადებლად IT სფეროში შესასვლელად, რათა სტუდენტებმა შემდგომ სწავლა გააგრძელონ იმავე მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად საქართველოს „ვებსტერის“ ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები.

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა. წლიდან წლამდე იზრდება სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

„ვებსტერ უნივერსიტეტი საქართველოს“ კამპუსში, სხვადასხვა ქვეყნებში „ვებსტერის“ კამპუსებში მიღებული სასწავლო პროგრამებით ხორციელდება.

თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრიაში – 22 254$, აშშ-ში – 29 680$, შვეიცარიაში კი – 36 020$.

„ვებსტერ უნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტებს უნივერსიტეტის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში ერთსემესტრიან და ერთწლიან სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს ქართული კამპუსის სწავლის საფასურის შენარჩუნებით.

კამპუსის ვირტუალური ტური

იხილეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ

კომპიტერული მეცნიერება
პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 202 01 03

პროგრამის აღწერა

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს სტუდენტთა მოსამზადებლად IT სფეროში შესასვლელად, რათა სტუდენტებმა შემდგომ სწავლა გააგრძელონ იმავე მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე.

სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ცოდნის დემონსტრირებას შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები.
  • კომპიუტერული ორგანიზაცია, hardware და არქიტექტურა.
  • მონაცემთა და ინფორმაციის მართვა.
  • აღწერონ, როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური მიღწევები სოციალურ საკითხებზე და პროფესიულ პრაქტიკაზე;
  • ტექნიკური მასალის წერით და ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით ეფექტურად და პროფესიონალურად შესრულებას;
  • პრობლემის გადაჭრის უნარებისა და კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის გამოყენებას პრობლემების გადასაჭრელად.

პროგრამის სასწავლო გეგმა

საბაკალავრო პროგრამა არის 4 წლიანი. სტუდენტმა ჯამურად უნდა დააგროვოს მინიმუმ 240 ECTS კრედიტი.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სემესტრული საკრედიტო საათების (SCH) სისტემას – სტუდენტის მთლიანი სასწავლო დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არის 30 აშშ კრედიტი, რაც ნიშნავს 60 ECTS (500-დან 1800 საათამდე).

1 აშშ კრედიტი = 2 ECTS კრედიტს

პროგრამა არის ძირითად კომპეტენციაზე დაფუძნებული, 120 საკრედიტო საათიანი პროგრამა (რომელიც არის 240 ECTS – ის ექვივალენტი).

კვალიფიკაციის მინიჭება

არანაკლებ 240 ECTS-ის დაგროვება;

  • ძირითადი – სავალდებულო კურსებს 51 საკრედიტო საათს /102 ECTS;
  • GCP კურსები მოიცავს 30 საკრედიტო საათს/60 ECTS
  • არჩევითი კომპონენტები 39 საკრედიტო საათი/78 ECTS/კრედიტები ნებისმიერი სხვა ვებსტერის ფილიალის პროგრამიდან.

პროგრამის კატალოგი

ძირითადი კურსები:

  • COSC 1550 კომპიუტერული პროგრამირება I – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 1560 კომპიუტერული პროგრამირება II – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 1570 მათემატიკა კომპიუტერული მეცნიერებისთვის – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 2610 ოპერაციული სისტემები – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 2670 ქსელის პრინციპები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2810 სისტემების ანალიზი და დიზაინი – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2710 სოციალური ინჟინერია და საზოგადოება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3050 მონაცემთა სტრუქტურები I – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3100 მონაცემთა სტრუქტურები II – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3410 კომპიუტერული და ინფორმაციული უსაფრთხოება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3510 კომპიუტერული არქიტექტურა – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS
  • COSC 3810 პროგრამირების ენების პრინციპები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4110 მონაცემთა ბაზის კონცეფციები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4120 მონაცემთა ბაზის აპლიკაციები – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • MATH 2410 დისკრეტული მათემატიკა – 3 საკრედიტო საათი/ / 6 ECTS

სტუდენტები აირჩევენ შემდეგი კურსებიდან ერთ-ერთს:

  • COSC 3660 Network Concepts – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3230 ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4250 ობიექტზე ორიენტირებული ანალიზი და დიზაინი – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 4260 ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3500 IT პროექტის მენეჯმენტი – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 3900 პრაქტიკა – 3 კრედიტი საათი/ 6 ECTS
  • MATH 2200 სტატისტიკა – 3 კრედიტი საათი/ 6 ECTS

და ერთ-ერთს შემდეგი კურსებიდან:

  • COSC 1800 Python პროგრამირება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2050 Java პროგრამირება – 3 საკრედიტო საათი/ 6 ECTS
  • COSC 2110 კომპიუტერული ენები – 3 კრედიტი საათი/ 6 ECTS

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს სკოლის სერტიფიკატის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.

პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, უნივერსიტეტს მიმართავს უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სწავლის გასაგრძელებლად აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის B2 დონის კომპეტენცია.

ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები:
toefl (ibt: 80), toefl (pbt: 550), ielts (academic: 6.0), duolingo (110), pearson (53), cambridge academic english (169), gtec (1201), itep (3.7), sat’s english-based reading and writing score (450), act composite score (23).

ტესტირებისგან თავისუფლდება აპლიკანტი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს.

ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

მოითხოვეთ მეტი ინფორმაცია

„ვებსტერ უნივერსიტეტი საქართველოს“ სხვა საბაკალავრო პროგრამები

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm