GE

კონფერენცია – „მომავალი ეკუთვნის გენეტიკას“

2011 წლის 21 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულმა სამეცნიერო კლუბმა “მეგ”-იმ (მომავალი ეკუთვნის გენეტიკას) ჩაატარა ზამთრის პოპულარულ, შემეცნებითი–შემოქმედებითი XVIII კონფერენცია…

მოხსენებები ეხებოდა სამედიცინო გენეტიკის აქტუალურ საკითხებს. მეორე ნაწილში ჩატარდა ვიქტორინა, რომელტა შმდეგ ღეროვანი უჯრედების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ თსსუ-ის და სამედიცინო სკოლა „აიეტი“–ს სტუდენტები. ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ქართული და ინგლისურენოვანი პოსტერები.

ჟიურიმ კონფერენციის მიმდინარეობის საფუძველზე კლუბის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა და კონფერენციის მონაწილეებს შემდგომი წარმატებები უსურვა. ჟიურის თავმჯდომარემ, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ აღნიშნა, რომ ეს კონფერენციები ყოველთვის გამოირჩევა თავისი ინოვაციებით, სტუდენტებს აძლევს საშუალებას, დაწვრილებით შეისწავლონ რომელიმე კონკრეტული თემა და მოიძიონ ბაზისური და უახლესი ინფორმაცია არსებული საკითხის ირგვლივ. სტუდენტები, ზემოხსენებულ თემებზე მუშაობისას, ითვისებენ მოხსენებისა თუ პოსტერის პროფესიულ დონეზე მომზადების უნარ-ჩვევებს. მსგავსი კონფერენციები სტუდენტებს აჩვევს წარმართონ დისკუსიები ამა თუ იმ თემაზე და დაეუფლონ პროფესიული პაექრობის ხელოვნებას.

კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის სახელით გადაეცა სერტიფიკატები. დებატ–კლუბის მუშაობას კოორდინაციას უწევდნენ თსსუ-ის მესამე და მეხუთე კურსის სტუდენტები: თამარ ქვარცხავა, ანა სუხიაშვილი, ქეთი კანკავა და თამარ კვარაცხელია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობდნენ დახმარებოდნენ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს სამეცნიერო მუშაობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური