GE

კონფერენცია „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა სკოლაში“ 17 თებერვალს გაიმართება

2024 წლის 17 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106 სივრცეში 10:30 სთ-ზე კონფერენცია “სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში” გაიმართება.

კონფერენცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური და ემოციური განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობას.

კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე ინიციატივებსა და პროგრამებს წარადგენენ როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ღონისძიების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

სკოლა-ლაბის შესახებ: სკოლა-ლაბი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის(ctc) განათლების მიმართულების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია სკოლის განვითარების ხელშეწყობა განათლების სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით, ინოვაციური მიდგომების შემუშავებისა და დანერგვის გზით. პროგრამა ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე https://ctcskolalab.ge/

საკონტაქტო პირი
მერი ქადაგიძე meri.kadagidze@gmail.com 588 885799

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური