კორონავირუსის გავრცელების გამო ეროვნული თავდაცვის აკადემია დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის გავრცელების გამო ეროვნული თავდაცვის აკადემია გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა უახლესი ტექნოლოგიები. აღსანიშნავია, რომ აქამდეც ,,ეთა”-ში აქტიურად გამოიყენებოდა LMS პლატფორმა სასწავლო პროცესის მსვლელობისას.
“ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ვიყენებთ დისტანციური სწავლების პლატფორმა Ilias-ს, სადაც ხდება სასწავლო მასალის (ელექტრონული წიგნების, რიდერების, პრეზენტაციების და ა.შ.) ატვირთვა. შეზღუდვების გამო აუცილებელი გახდა ონლაინ კლასების შექმნა რისთვისაც Ilias-ის პლატფორმასთან ერთად გამოყენებული იქნა zoom-ის ვიდეო კონფერენციების აპლიკაცია, რაც
საშუალებას გვაძლევს პროფესორ მასწავლებლებმა ჩაატარონ ლექციები დისტანციურად.
zoom-ის აპლიკაცია აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და წარმოადგენს თანამედროვე პროგრამულ საშუალებას დისტანციური სწავლებისთვის.
ასევე მოხდა თითოეული იუნკერის ინფორმირება და მათი ტექნიკური საჭიროებების კვლევა. პარალელურად გასულ კვირას პროფესორ მასწავლებლებს ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგები.
აღსანიშნავია, რომ იუნკრები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე ნოუთბუქებით. იუნკრები რომლებსაც ქონდათ ინტერნეტ კავშირის პრობლემა უზრუნველყოფილ იქნენ მობილური ინტერნეტით”, – ვკითხულობთ აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია