კსუ-ის გუნდი „Old Boys“ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას პირველი ადგილით აგრძელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „Old Boys“ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას პირველი ადგილით აგრძელებს.
30 მაისს გამართულ ღონისძიებაზე მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სულ 14 გუნდი წარდგა. მონაწილეებმა ერთი საკონკურსო ნომერი – „მისალმება“ წარმოადგინეს.
კსუ-ის გუნდი „Old Boys“, ოთხკაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში უმაღლესი შეფასებით – 20 ქულით გადავიდა.
ნახევარფინალი სექტემბერის თვეში გაიმართება, სადაც „Old Boys“-ი ფინალისთვის 7 გუნდთან ერთად იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულს ფულადი პრიზი – 5000 ლარი გადაეცემა.
საქართველოს ჩემპიონატი „კავეენში“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი