კსუ-ის პირველი სემესტრის დოქტორანტებისათვის სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიებები გაიმართა
20-21 იანვარს, დაბა ბაკურიანში, კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრის დოქტორანტებისათვის შემდეგი სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიებები გაიმართა:
სადისერტაციო კვლევის პროექტების – პროსპექტუსების (სადოქტორო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევითი კომპონენტი) დაცვა;
სამეცნიერო სემინარი თემაზე „საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ანალიტიკური მეთოდები“ – ტრენერი: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ვახტანგ მაისაია;
პრაქტიკული სემინარი თემაზე: „პლაგიატი და მასთან დაკავშირებული სირთულეები“ – ტრენერი: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ნინო მინდიაშვილი;
სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებებში, ჯამში 11 დოქტორანტი ჩაერთო, მათგან ერთი დისტანციურად, რადგან ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრის დოქტორანტთა სადისერტაციო კვლევითი პროექტები ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა:
„ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გეოპოლიტიკური განზომილებები და მისი გადაჭრის გზები“, „რელიგიური ფაქტორის გავლენა რეგიონული კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობებში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მაგალითზე“, „ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიდგომები საქართველოს კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში“, „პოლიტიკური პროცესების გენდერული ასპექტი სამხრეთ კავკასიის მაგალითზე“, „სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების კლასიფიკაცია და მათი ტრანსფორმაცია ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პირობებში (რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მაგალითზე)“, „აშშ-რუსეთის ინტერესთა დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინაში არსებული კონფლიქტების ჭრილში“ და სხვა.
ღონისძიებას კომისიის წევრებისა (პროსპექტუსების დაცვისთვის) და ტრენერების სახით, კსუ-ის შემდეგი აკადემიური პერსონალი ესწრებოდა:
- თამარ კიკნაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე)
- ვახტანგ მაისაია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი და ტრენერი)
- ნინო მინდიაშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი და ტრენერი)
- მაია კაპანაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოსა და ირანის სამეცნიერო-ანალიტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი)
- მალხაზ ვახტანგაშვილი – ისტორიის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ( კომისიის წევრი)
- რუსუდან დალაქიშვილი – ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ( კომისიის წევრი).
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი