კსუ-ის საფეხბურთო გუნდმა პსპ ფარმა დაამარცხა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის სუპერლიგა A-ს ფარგლებში გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი პსპ ფარმას ნაკრებს დაუპირისპირდა.
კსუ-ის ფეხბურთელებისათვის შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მოთამაშეებმა მეტოქის კარის აღება მეათე წუთზე მოახერხეს და უპირატესობა მთელი თამაშის მანძილზე შეინარჩუნეს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ზურაბ ფიჩხაძის პირველ გოლს, პსპ ფარმას კარში, 22, 31 და 34 წუთზე – გარი წერეთელის სამი გოლი მოჰყვა. მეხუთე გოლი კი ლევან ჯანხოთელმა გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 5:1 დაფიქსირდა.
მატჩის დასასრულს, ტრადიციულად, ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კსუ-ის მხრიდან ეს გამარჯვება – გარი წერეთელმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ის გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ, გუნდს უახლოესი თამაში 11 მარტს – ,,აჭარასთან“ აქვს ჩანიშნული.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი