GE

კსუ-ის სტუდენტებს სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდა

სადაზღვევო სფეროში დასაქმების მსურველ თუ უბრალოდ ბაზრის სპეციფიკით დაინტერესებულ კსუ-ის სტუდენტებს სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ღიბრაძე შეხვდა. მან სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი: ,,დაზღვევის საფუძვლები“ ჩაატარა და დამსწრე საზოგადოებას დაზღვევის ზოგად პრინციპებსა და სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრა.

მომხსენებელმა საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზარიც მიმოიხილა და შეკრებილ აუდიტორიას ,,ალფას“ სადაზღვევო საქმიანობა გააცნო.

ტრენინგი კსუ-ის კარიერული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასზე დასასწრებად მსმენელებმა წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს. ტრენინგის ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ კსუ-სა და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ კომპანიაში სასწავლო პრაქტიკა გაიარონ და დასაქმდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური