კსუ-ის სტუდენტი მარიამ ბურდულაძე ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალშია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი – მარიამ ბურდულაძე ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალშია.
კონკურსში საქართველოს მასშტაბით ხუთასამდე სტუდენტი მონაწილეობდა, თუმცა ფინალურ ტურში მხოლოდ ათი მონაწილე გადავიდა.
კონკურსის იმპროვიზებული ტური, 28 ოქტომბერს, სარაჯიშვილების საგვარეულო მამულში ჩატარდა. მაროშენში შექმნილი 10 ნაწარმოებიდან სამი გამარჯვებული ნოემბრის თვეში გამოვლინდება.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ბურდულაძე 2017 წლის თებერვალში ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგებოდა და მასში მონაწილე 133 ავტორის ნამუშევრიდან 13 საუკეთესო შეირჩა. მათ შორის ერთ-ერთი მარიამის ესეა, რომელიც გაეროს მიერ შემუშავებულ ცხოვრებისეულ ღირებულებებს შეეხებოდა. მარიამი გამარჯვებულ 12 მონაწილესთან ერთად მოლდოვის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდა. პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის – CCIIR ორგანიზებით ჩატარდა.
რაც შეეხება გასული წლების აქტივობებს, მარიამ ბურდულაძე ფესტივალ „ფანARTის“ გამარჯვებული და „ეგოARTის“ ფინალისტია. მისი პირველი ელექტრონული სადებიუტო წიგნი კი ლიტერატურული პრემია „საბა“ 2016 – ის ნომინანტთა სიაში წარადგინეს.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი