კსუ-მ სამეცნიერო ბაზრობაზე სხვადასხვა თემაზე 3 ვიდეორგოლი წარმოადგინა
27 ნოემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, ვირტუალური სამეცნიერო ბაზრობა გამართა. სამეცნიერო ბაზრობაზე უმაღლეს სასწავლებლებში არსებული კვლევითი ინსტიტუტები წარმოადგენდნენ ვიდეო რგოლებს, რომლებშიც ასახულია მიმდინარე კვლევითი აქტივობები.
სამეცნიერო ბაზრობაზე CIU-მ წარმოადგინა 3 ვიდეო რგოლი:
- ქართული მევენახეობა და მეღვინეობა – უძველესი ტრადიციების თანამედროვე სამეცნიერო მიდგომები; იხილეთ ბმული
- ქართული კონსტიტუციონალიზმის ევროპული გზა; იხილეთ ბმული
- „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ – სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ეკრანიზაცია. იხილეთ ბმული
„მეცნიერება კაპიტანია“ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე გამარჯვებული პროექტია. მისი სახელწოდება შთაგონებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრაზით – „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა კი მისი ჯარისკაცები“.
აღსანიშნავია, რომ „მეცნიერება კაპიტანია“ პროექტით საქართველო 2020 წელს პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საერთაშორისო აღნიშვნას.
პროექტი მიზნად ისახავს „ევროპელ მკვლევართა ღამის“ მასშტაბურ აღნიშვნას, მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, წარმოაჩენს კვლევის მრავალფეროვნებას და ხაზს უსვამს მეცნიერების კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ცნობისთვის, „ევროპელ მკვლევართა ღამე“ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთო ევროპული ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ასობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი