კსუ-ში ინტელექტუალური ფესტივალი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ გაიმართა
31 მაისსა და 1 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბისა და სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით, ინტელექტუალური ფესტივალი – „ზაფხულის ღამის სიზმარი“ გაიმართა, რომელიც 3 თამაშს მოიცავდა:
- „შაოლინის 36 საფეხური“ („რა? სად? როდის?“ – სპორტული ვერსია);
- „ბრეინ-რინგი“;
- „რა? სად? როდის?“ – სატელევიზიო მოდელირება.
„რა? სად? როდის?“ სპორტულ ვერსიაში 30 გუნდი მონაწილეობდა, 8 საუკეთესო გუნდმა მეორე დღეს „ბრეინ-რინგში“ მოსინჯა ძალები, 2 საუკეთესო გუნდმა კი სატელევიზიო „რა? სად? როდის?“ მოდელირებაში მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებზე, ასევე ორი დღის საერთო ჩათვლაში.
„შაოლინის 36 საფეხური“ („რა? სად? როდის?“ – სპორტული ვერსია):
I ადგილი – „ვიტამინი“ (კაპიტანი – გიორგი გვეტაძე);
II ადგილი – „ზღაპარი“ (კაპიტანი – შალვა ჩიკვილაძე);
III ადგილი – „ჰოდორი“ (კაპიტანი – მუხრან მაისურაძე).
„ბრეინ-რინგი“:
I ადგილი – „ვიტამინი“ (კაპიტანი – გიორგი გვეტაძე);
II ადგილი – „All Blacks“ (კაპიტანი – გიორგი ცაგარეიშვილი);
III ადგილი – „შუნგიტი“ (კაპიტანი – ნიკოლოზ ჭურაძე).
სატელევიზიო „რა? სად? როდის?“ მოდელირება:
გამარჯვებული – შალვა ჩიკვილაძის ექვსეული, საუკეთესო მოაზროვნე – ივლიანე ქარდავა.
საერთო ჩათვლა, ტურნირის 2 დღიანი შედეგები:
I ადგილი – „ვიტამინი“ (კაპიტანი – გიორგი გვეტაძე);
II ადგილი – „All Blacks“ (კაპიტანი – გიორგი ცაგარეიშვილი);
III ადგილი – „ზღაპარი“ (კაპიტანი – შალვა ჩიკვილაძე).
ფესტივალის საერთო ჩათვლაში 1, 2, 3 ადგილზე გასული გუნდები 300, 200 და 100 ლარით დაჯილდოვდნენ, თითოეული ტურნირის პრიზიორები კი სერტიფიკატებით, სუვენირული ბუებითა და წიგნებით.
ფესტივალის კითხვების პაკეტის ავტორები იყვნენ: გიგა ჩალიგავა, ბაკურ ხუბულავა და ლევან ცირეკიძე.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი