კსუ-ში საჯარო ლექცია „როგორ გავხდე პროკურორი?“ გაიმართა
დღეს კსუ-ის ბიბლიოთეკაში, სამართლის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის, თინათინ მახარაძის საჯარო ლექცია, თემაზე: „როგორ გავხდე პროკურორი?“ – გაიმართა.
მომხსნებელმა აუდიტორიას გააცნო საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირებისა და მისი ეტაპების შესახებ. ასევე, გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია პროკურორის პროფესიის დასაუფლებლად.
სამართლის კვირეული კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს დაეხმაროს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.
-
CIU-ს, სამი წლის ვადით, 4 პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„KazNARU გაეროს მოდელირება 2026“ – CIU-ს რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„კოლხური თეთრიდან ლარამდე“ – CIU-ში დოკუმენტური ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი