CIU-ს, სამი წლის ვადით, 4 პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU), სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ოთხი პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლება 3 წლის ვადით მიენიჭა.
უნივერსიტეტის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამებია:
- „პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება“/02489/ – პროფესიული მომზადების პროგრამა, მე-4 დონე;
- „ნულოვანი ემისიის სოფლის მეურნეობის მართვა“/02491/ – პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-5 დონე;
- „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა“/02485/ – პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-4 დონე;
- „ახალგაზრდული მონაწილეობის და აქტივობების მართვა“/02486/ – პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-5 დონე.
კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს მიიღებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ის ფარგლებში ოქროს მედლები მოიპოვეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-მ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-მ პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნი: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი – ცხოვრება და ღვაწლი“ გამოსცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი