კსუ-ში საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა საჯარო ლექცია ჩაატარა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირმა მიქაძემ საჯარო ლექცია – დასაქმება საჯარო სამსახურში ჩაატარა.
მომხსენებელმა საჯარო სამსახურის სპეციფიკაზე, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამასა და დასაქმების პორტალ HR.gov.ge-ზე ისაუბრა.
ირმა მიქაძემ სტუდენტებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის დადებითი მხარეები გააცნო : პროფესიული გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა.
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მისცა რეზიუმესა თუ სამოტივაციო წერილის სწორად შესადგენად და გასაუბრებისთვის წინასწარ მომზადება ურჩია.
შეხვედრის დროს, მომხსენებელმა სტუდენტების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი