კსუ-ში სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსი – „ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ – გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსი – „ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ – გაიმართა (პროექტის ხელმძღვანელი – მარინა უგულავა).
ღონისძიების პირველი ნაწილი თამარ მახარაძის ფილმის ჩვენებას დაეთმო. ფილმი ხუთ ქართველ დედოფალზე მოგვითხრობს (ნანა, გურანდუხტი, მარიამი (გიორგი I-ის მეუღლე), მართა-მარიამი (ბიზანტიის დედოფალი), რუსუდანი), რომელთა პოლიტიკური ღვაწლი დიდია საქართველოს ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ფილმში მთხრობელთან ერთად, საინტერესო ჩანართებს აკეთებს კსუ-ს პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.
დღის მეორე ნაწილი კი კონკურსს დაეთმო, რომელშიც თბილისის 23-ე, 217-ე, 219-ე და რუსთავის მე-4 საჯარო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, თამაშში სიმბოლურად ჩაერთო კსუ-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის არ იბრძოდა. 10 კითხვის შემდეგ, რომელიც ფილმიდან დაისვა და ქართველი დედოფლების ცხოვრებას ეხებოდა, გამარჯვება თბილისის N217-ე საჯარო სკოლის გუნდს დარჩა, მეორე ადგილზე რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო დამატებითი კითხვის შემდეგ მესამე ადგილი წილად 23-ე საჯარო სკოლას ხვდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის კითხვების შედგენაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიკოსმა ქეთევან შოშიაშვილმა, ღონისძიების დასასრულს კი გუნდებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი