GE

კსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით ფილმის “კუდის ქიცინი” ჩვენება გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით, 5 ოქტომბერს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში – ბარი ლევინსონის რეჟისორობით, 1997 წელს გამოსული ფილმის – ,,კუდის ქიცინის“ (Wag the Dog) ჩვენება გაიმართა.

კინოჩვენების სერიის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ აზრის მკაფიოდ დაფიქსირება, როგორც პროფესიულ ჭრილში, ასევე ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია რომ კინოჩვენება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის იყო გათვლილი, თუმცა მასზე დასრების სურვილი სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმაც გამოთქვეს.

ფილმის დასრულების შემდგომ, დებატები და დისკუსია გაიმართა. მომდევნო ჩვენება სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთსვის გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფილმი ” კუდის ქიცინი” არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. ფილმის ჩვენებაზე დასწრება, კსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს შეუძლიათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური