მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის უმაღლესში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი დამტკიცდა
მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას, რომელიც დღეს, 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს და ის უკვე ძალაშია.
წესი განსაზღვრავს მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების პირობებს და მას უფლება აქვს, პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
ვის ეხება დადგენილება?
დადგენილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენი არის საქართველოს ეროვნული/ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან საქართველოს ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე სპორტის იმ სახეობაში, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვის მსურველმა მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენმა შესაბამისი წლის პირველ სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს პირმა?
უმაღლესში ჩარიცხვისა და პირობითი სტუდენტის სტატუსის მიღების თაობაზე დეტალები იხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან