მაია მიმინოშვილი: სამწუხაროა, რომ კვლევის შედეგები არავის გამოუყენებია
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველი აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ბაზები ზუსტად 18:00 დაიხურა.
საბოლოო მონაცემებით 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 36 ათასზე მეტი აბიტურიენტი მიიღებს. დარეგისტრირდა 4500-მდე სტუდენტი, 19 ათასამდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი. სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 ათასამდე კანდიდატი გავა.
ამის შესახებ განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ავრცელებს.
“რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი, თუმცა, საბოლოო მონაცემების გაზიარებამდე მინდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გაცილებით მნიშვნელოვან მიმართულებას შევეხო – საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს და სახელმწიფო შეფასებას, რომელთა შედეგები განათლების სისტემის ზუსტ და სრულ დიაგნოზს გვაძლევს, ცხადად გვიჩვენებს, რა მიმართულებით გვაქვს ყველაზე მეტი პრობლემა, რა უნდა გამოვასწოროთ და, რაც მთავარია, როგორ… კვლევებს 2006 წლიდან ვატარებდით. სამწუხაროა, რომ შედეგები, რომელიც ძალიან ღირებული ინფორმაციაა განათლების პოლიტიკის განსასაზღვრად, არავის გამოუყენებია. არადა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ სწორედ ასე შეძლო ყველაზე პროგრესული განათლების სისტემის შექმნა. 2013 წელს საშუალება მოგვეცა ისევ ჩავრთულიყავით საგანმანათლებლო კვლევებში, რომელშიც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა მონაწილეობს. წელს ორ უმნიშვნელოვანეს კვლევას ვატარებთ – აქედან ერთი საერთაშორისოა, ერთი – ნაციონალური. პარალელურად ვიწყებთ კიდევ ორი საერთაშორისო კვლევის პილოტირებას. კვლევების დასრულების შემდეგ საქართველოში საგანმანათლებლო სფეროს ხარვეზებისა თუ პროგრესის ამსახველი კიდევ ერთი, მრავალმხრივი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები გვექნება… თუმცა, მთავარი კვლავ შედეგების სწორად გააზრება და სისტემის გასაუმჯობესებლად გამოყენებაა,”– ნათქვამია მაია მიმინოშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება