მანდატურები და მოსწავლეები კინოსა და თეატრის მუზეუმში
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები პარალელურად უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა „გახდი ტაძრის ხუროთმოძღვარ“-ში ჩაერთვნენ, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქართული არქიტექტურისა და ფრესკული მოხატულობების თავისებურებებს. გარდა ამისა მოსწავლეებმა კავკასიაში არსებული უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული ძეგლების არქიტექტურაც დაათვალიერეს.
მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში, რომლის ფარგლებშიც მათ საგანგებოდ მომზადებულ ესკიზებზე მოხატეს ქართული ფრესკები, დაასრულეს იშხნის ტაძრის ჩუქურთმები და ორნამენტებით დაამშვენეს სამთავისის კარის კარიბჭე. დასასრულს მათ საშუალება მიეცათ აეწყოთ სვეტიცხოვლის ტაძრის და პარხლის ბაზილიკის მაკეტები.
მანდატურების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდები საკუთარ სიძველეებს ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო